მკურნალობის მიზნით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა – საქსტატი
2023 წლის მესამე კვარტალში მკურნალობის მიზნით საქართველოდან 15 წელზე ზემოთ ასაკის 6200 მოქალაქე გავიდა, რაც შარშანდელ მესამე კვარტალთან შედარებით 2200-ით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 4,3 ათასი იყო, პირველ კვარტალში კი 5,3 ათასი.
შესაბამისად, მიმდინარე წლის სამ კვარტალში მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით საქართველოდან 15800 ადამიანი გავიდა, შარშან იგივე პეერიოდში კი – 8500.