დედოფლისწყაროში მოქმედი ზეთის საწარმო „ქარვა“ აუქციონზე ვერ გაიყიდა
ზეთის საწარმო „ქარვა“ ვერ გაიყიდა. კომპანია „არი“ დედოფლისწყაროს სოფ. წითელწყაროში მდებარე მზესუმზირის ზეთის ქარხანას აუქციონზე ყიდდა, სადაც ლოტის საწყისი ღირებულება 1 790 000 ლარს შეადგენს. თუმცა აუციონი ისე დასრულდა, რომ მასში მონაწილეობის სურვილი არავის დაუფიქსირებია.
როგორც ლოტის აღწერაში ეწერა, იყიდებოდა არასასოფლო სამეურნეო მიწა 27 000 კვ.მ და მასზე განთავსებული: 7200 კვ.მ საწარმოო შენობა, საიდანაც 900 კვ.მ საწარმოო ფართია, 3600 კვ.მ და 2700 კვ.მ2 – სასაწყობო შენობა; 266 კვ.მ2 II სართულიანი ადმინისტრაციული კაპიტალური შენობა. საწარმოო შენობაში განთავსებულია მზესუმზირასი რაფინირებული ზეთის წარმოებისთვის ყველა საჭირო დანადგარი, დღეში 5 ტონა წარმადობით. ფასი არ მოიცავს დღგ-ს.
შპს „არი“-ს 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“ ფლობს. ამ კომპანიას ორი მეწილე ჰყავს ავთანდილ გოროზია – 50% გელა არჯაკელი – 50%. ზეთის მწარმოებელი ქარხანა, 2005 წლიდან „ქარვას“ ბრენდის სახელით ოპერირებდა.