ახალი ამბები

საახალწლო განათებების დასამონტაჟებლად, თელავში, გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო განათებების დასამონტაჟებლად, თელავში, გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 25 ნოემბერს, 09:00 საათიდან 19:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება ქეთევან წამებულის ქუჩაზე,( კონკრეტულად, ჭავჭავაძის ქუჩის და ქეთევან წამებულის ქუჩის კვეთიდან- ჩოლოყაშვილის ქუჩის კვეთამდე). 26 ნოემბერს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, სააკაძის ქუჩაზე, ხოლო 27 ნოემბერს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ნადიკვრის და ბარნოვის ქუჩებზე.