თელავში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქალაქ თელავში, ცენტრალურ მოედანზე მომხდარ ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. Knews.ge არკვევს დეტალებს და დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.