ახალი ამბები

გურჯაანში 9 წლის ნიკა ქაჩლიშვილის მხარდამჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

25 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში, 9 წლის ნიკა ქაჩლიშვილის მხარდამჭერი, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

ბავშვს, მოულოდნელად, აპლასტიური ანემია დაუდგინდა და საოპერაციოდ თურქეთშია გადაყვანილი. ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა ოჯახს თანხა სხვა ხარჯებისთვისა ესაჭიროება და ფინანსური რესურსი არ აქვთ.

გურჯაანის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, ოჯახის დახმარების მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ საქველმოქმედო კონცერტს, ბილეთის ფასი 10 ლარია, რომლის შეძენაც კულტურის ცენტრის სალაროებშია შესაძლებელი.

კონცერტში მონაწილეობენ:
ნათია ქოროღლიშვილი
ტატო გოდერძიშვილი
ლევან ყანდიაშვილი
თინათინ ბასოშვილი
ვოკალური ტრიო „სიონი“
ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“
ფოკლორული ანსამბლი „ხარება“
ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცერული“
ქორეოგრაფიული ანსამბლი „გურჯაანი“
ლევან მუღალაშვილის სახელობის სალოტბარო სკოლასთან არსებული მგალობელ-მომღერალთა გუნდი
საღამოს წარუძღვება მსახიობი როლანდ ოქროპირიძე.

აგრეთვე, თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
„ლიბერთი ბანკი“
GE85LB0711143370721000
„საქართველოს ბანკი“
GE87BG0000000101005344