სოფელ ველისციხის წმინდა გიორგის ეკლესია და სამრეკლო- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
გურჯაანის მუნიციპალიტეტუს სოფელ ველისციხის ისტორიულ ძეგლთა შორის აღსანიშნავია, წმინდა გიორგის ეკლესიის მახლობლად აღმართული სამრეკლო (სიმაღლე 30 მეტრამდე), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სამრეკლოა საქართველოში.
ისტორიკოსების თქმით, იგი ნაშენია ქართული აგურითა და რიყის ქვით კირის დუღაბზე. სამრეკლო, შუა საუკუნეების გალავანშია ჩართული, რომელიც
გარს ერტყა ხუროთმოძღვრულ კომპლექსს (გალავანი ფრაგმენტულად შემორჩა).
სამრეკლო თავდაცვითი კოშკის ფუნქციებსაც ასრულებდა,რასაც მოწმობს მის კედლებში დატანებული სათოფურები. სამრეკლო, რამდენიმე სართულისაგან შედგება, სართულშუა ხის გადახურვები ჩამოშლილია. შესაძლებელია, რომ მტრების შემოსევების დროს ხალხის გასაფრთხილებლად, სამრეკლოს ზედა სართულზე კოცონს ანთებდნენ.
ფოტო: თამაზ მარკოზაშვილი