როგორია კახეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება ადგილობრივ თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირება.
ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ინიციატივაა. პროექტი ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასების მეთოდოლოგია – შემუშავდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საჯარო დაწესებულებების საქმიანობის
მონიტორინგის კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით.
www.LSGindex.org – ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსია, რომელიც მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის ხარისხს აფასებს, მოქალაქეებს თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის და აძლევს შესაძლებლობას, მეტად ჩაერთონ თვითმმართველობის პროცესში. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შედგება 3 თემატური ბლოკისგან, რომელიც შეფასების 101 კრიტერიუმს აერთიანებს.
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება – მოიცავს 11 ქვებლოკსა და 53 კრიტერიუმს.
2. ელექტრონული მმართველობა – მოიცავს 4 ქვებლოკსა და 27 კრიტერიუმს.
3. მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება – მოიცავს 2 ქვებლოკსა და 21 კრიტერიუმს.
ვებგვერდის მომხმარებელს მუნიციპალიტეტის გადამოწმება სპეციალური ინტერაქციული რუკის მეშვეობით შეუძლია. ინდექსი გამჭვირვალობის და ღიაობის მიხედვით მუნიციპალიტეტების რეიტინგსაც გვიჩვენებს.
ვებ-გვერდზე ასევე აღნიშნულია როგორია კახეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი. კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 63% ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა მიიღო. შეფასება მოიცავს გამჭვირვალობას და ღიაობას, ელექტრონული მმართველობას, მონაწილეობას და ანგარიშვალდებულებას. ყველაზე დაბალი შეფასება კი ყვარლის მუნიციპალიტეტმა მიიღო.
კახეთის მუნიციპალიტეტების 2023 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი:
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი- 63%
თელავის მუნიციპალიტეტი-50%
ყვარლის მუნიციპალიტეტი-16%
გურჯაანის მუნიციპალიტეტი-24%
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი-18%
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი-24%
ახმეტის მუნიციპალიტეტი-20%
სიღნაღის მუნიციპალიტეტი-35%