საქართველოში 5 წელში 112 049 ქორწინება და 53 888 განქორწინება დარეგისტრირდა
საქართველოში 5 წელში 112 049 ქორწინება და 53 888 განქორწინება დარეგისტრირდა – ეს ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით ხაჯიშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხია.
ხაჯიშვილმა კითხვით სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მიმართა. უწყების მიერ დეპუტატისთვის მიწოდებული დეტალური სტატისტიკა კი, ასე გამოიყურება:
რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა 2018-2022 წლების მიხედვით:
2018 წელი – 23 202 რეგისტრირებული ქორწინება
2019 წელი – 23 285 რეგისტრირებული ქორწინება
2020 წელი – 16 359 რეგისტრირებული ქორწინება
2021 წელი – 23 155 რეგისტრირებული წორწინება
2022 წელი – 26 048 რეგისტრირებული ქორწინება
რაც შეეხება განქორწინებებს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 5 წელში ქვეყანაში 53 888 განქორწინების რეგისტრაცია მოხდა.
რეგისტრირებული განქორწინებების რაოდენობა 2018-2022 წლების მიხედვით:
2018 წელი – 10 288 რეგისტრირებული განქორწინება
2019 წელი – 11 205 რეგისტრირებული განქორწინება
2020 წელი – 7 643 რეგისტრირებული განქორწინება
2021 წელი – 10 654 რეგისტრირებული განქორწინება
2022 წელი – 14 098 რეგისტრირებული განქორწინება