ლაგოდეხში, კაცს ტყეში ხე დაეცა და დაიღუპა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში, კაცს ტყეში ხე დაეცა და დაიღუპა..
კაცი ტყეში იმყოფებოდა, მოჭრილი ხე წაიქცა და ქვეშ მოიყოლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი შეშის დამზადებას ცდილობდა. გარდაცვლილი უკვე საკუთარ საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული.
კახეთში, შეშის დამზადების ყოველ სეზონზე, ადამიანის გარდაცვალების რამდენიმე ფაქტია დაფიქსირებული.
Pingback: კახეთში, ტყეში, კაცს ხე დაეცა და დაიღუპა -