თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.
საკრებულოს ინფორმაციით, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსთან შესაბამისობაზე იმსჯელა.
კომისიის წევრების თქმით, მერიამ საკრებულოს ბიუჯეტის პროექტი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარმოუდგინა, ამასთანავე ის შეესაბამება საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნებს.