ახალი ამბები

ბაზარზე ქვევრის ფორმის მომინანქრებული ნაძვის ხის სათამაშოები გამოჩნდა

მინანქრის ხელოვნების გალერეა „ორნამენტმა“ საშობაოდ ქვევრის ნაძვის ხის მინანქრის სათამაშოები შექმნა, რომელთა ფასი 170 ლარია.

მინანქრის არტისტმა თეა გურგენიძემ მინიატიურული ქვევრების შექმნისას სპილენძი, თითბერი, კაკლის ხე, მინანქარი, ოქროს და ვერცხლის ფოლგა გამოიყენა. „ორნამენტში“ მოზრდილი სუვენირი ქვევრის ფასი კი 900 ლარია.

გაყიდვაშია ასევე მინიატიურული ნაძვის ხეები. როგორც გალერეის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში თქვა, გასულ წელს მხოლოდ ანგელოზი სათამაშოები ჰქონდათ გაყიდვაში, მოთხოვნის გამო წელს ნაძვის ხეები და ქვევრები დაამატეს და სხვა სათამაშოების დამატებასაც გეგმავენ.