მთავრობა შაქრის იმპორტზე გადასახადს აწესებს
საქართველოში შაქრის იმპორტზე გადასახადი წესდება. მთავრობის დადგენილებით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას (სეს ესნ-ის 1701 91 000 00, 1701 99 100 00 და 1701 99 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული შაქრის შემთხვევებში) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება 1 კილოგრამზე 40 თეთრით განისაზღვრა. ანუ, ყოველი ერთი ტონა შაქრის იმპორტის გადასახადი 400 ლარი იქნება.
გამონაკლისია შაქარზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატ EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევები.
ამასთან, დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ შაქრის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებაზეც, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე.
ა) კონოსამენტი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო გადამზიდავის მიერ ამ საქონლის (ტვირთის) გემზე მიღების თარიღი
ბ) საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შაქრის გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე.
მთავრობის აღნიშნული დადგენილება ძალაში 20 ნოემბრიდან შევა და იმოქმედებს 2024 წლის 1-ელ ივლისამდე.