საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, თელავის რაიონულმა სასამართლომ, პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება სასამართლო სხდომაზე, ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. ბრალდებული მაჰმუდოვი, სასამართლოსთვის იმის მტკიცებას ცდილობდა, რომ გარდაცვლილმა, მისი მისამართით რამდენჯერმე ცეცხლსასროლი იარღაიდან ისროლა, ამიტომ ის იძულებული გახდა თავი დაეცვა.
სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლას და ბრალდებულისათვის 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა ადვოკატი, რომელმაც სასამართლოს განუცხადა, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის ნაცვლად, აუცილებელი მოგიერიების ფარგლებში უნდა გაგრძელდეს.
ბრალდების მხარე, პატიმრობის მოთხოვნას დაკავებულის მხრიდან, მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხით ხსნიდა. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა და ბრალდებულ ბაზილარ მახმუდოვს პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 11 ნოემბერს მოხდა. ვალის გამო დაწყებული დაპირისპირების დროს, 33 წლის ბაზილარ მახმუდოვმა ცივი იარაღით 29 წლის ჯავიდან მამედოვი მოკლა.