თელავში მცხოვრებმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრებმა სამბისტმა, ვახტანგ ჩიდრაშვილმა, ერევანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ინფორმაციას საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ახალგაზრდა სპორტსმენი არაერთი ჯილდოს მფლობელია. მას ჩემპიონატებში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც საქართველოს, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იგი არის ექვსჯერ მსოფლიოს და ოთხჯერ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი.