ახალი ამბები

10 ნოემბრიდან კახეთში ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი

10 ნოემბერს, საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი და ქარიანი ამინდი. 11-13 ნოემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრეცელებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. 10 ნოემბერს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +13, +15 გრადუსი იქნება, ხოლო 12-13 ნოემბერს +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.