ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასურის გადახდა ,,საქართველოს ბანკის” ბარათითაც იქნება შესაძლებელი

თელავის მუნიციპალური ტრანსპორტის საფასურის გადახდა ,,თიბისი” ბანკის პარალელურად, ,,საქართველოს ბანკის” ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი.

ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების თქმით, მსურველებმა დეტალური ინფორმაციის მისაღებად საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს უნდა მიაკითხონ. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მგზავრობის თანხის გადახდა მხოლოდ ,,თიბისი” ბანკის ბარათით იყო შესაძლებელი, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.

მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური მოქალაქეებზე 70 თეთრს შეადგენს. მგზავრობის საფასურის ფასდაკლებით სარგებლობენ:

პენსიონერები; იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000-ს; სოციალურად დაუცველი მარჩენალდაკარგული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000-ს; სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000-ს; ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ ბენეფიციარები; თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეები; თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები. რეგისტრაციას არ საჭიროებენ მოსწავლეები და სტუდენტები.