კლინიკებმა სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტები 2024 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა დააკმაყოფილონ
სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების ნორმები, 2024 წლის 1 ოქტომბრამდე, სრულ შესაბამისობაში მოიყვანონ ტექნიკურ რეგლამენტთან და სტანდარტებთან.
საქართველოს მთავრობის 17 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, კლინიკა ვალდებულია, სრული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოიპოვოს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ და წარუდგინოს ნებართვის გამცემს სანებართვო პირობების დაცვის შესახებ წინა წლის ანგარიშებთან ერთად.
ამ დადგენილების ცვლილების ამოქმედების დროისათვის სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, ნებართვის გამცემს წარუდგინოს:
2024 წლის 1 იანვრამდე – სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების აღმოფხვრის თაობაზე სახანძრო უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მიწერილობა.
2024 წლის 1 ოქტომბრამდე – შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.