1 იანვრიდან დღემდე, ქალთა მიმართ ფიზიკური ძალადობის 94 შემთხვევა დაფიქსირდა
მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში, ქალთა მიმართ ძალადობის 525 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქალთა მიმართ ფიზიკური ძალადობის 94 შემთხვევა დაფიქსირდა, ფსიქოლოგიურის – 540, ეკონომიკურის – 1, სექსუალურის – 15, იძულების – 15.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილ შემთხვევებში, 505 მოძალადე კაცია, 29 კი ქალი. ამასთან, მიმდინარე წლის 9 თვეში, 573 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ქალები, ძალადობის მსხვერპლი, ყველაზე ხშირად 25-44 წლის ასაკში ხდებიან. საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ქალებზე ძალადობის 331 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ძალადობის მსხვერპლი 13 წლამდე ასაკის 4 გოგო გახდა, ასევე, 14-17 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ძალადობის 16 შემთხვევა გამოვლინდა.