ახალი ამბები

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაინერმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“დასკვნა რეკომენდაციას იძლევა კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა” – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ბრიუსელში პრესკონფერენცია, რომელზეც უსრულა ფონ დერ ლაიენი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი მედიას, ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ანგარიშს აცნობს, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.