საქართველოში 154 096 ჟიგულია რეგისტრირებული
2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში სულ 1 647 629 ავტომობილია რეგისტრირებული.
automobile.geostat.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ყველაზე მეტი, 207 536 ავტომობილი, MERCEDES-BENZ-ის მარკისაა. ამასთან, საქართველოში საკმაოდ ბევრია VAZ-ის მარკის („ჟიგული“) ავტომობილი და 154 096-ს შეადგენს.
30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების TOP ათეული, მარკის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
MERCEDES-BENZ – 207 536 ავტომობილი;
TOYOTA – 172 741 ავტომობილი;
FORD – 155 337 ავტომობილი;
VAZ – 154 096 ავტომობილი;
OPEL – 144 596 ავტომობილი;
BMW – 77 493 ავტომობილი;
VOLKSWAGEN – 71 164 ავტომობილი;
NISSAN – 67 476 ავტომობილი;
HONDA – 63 318 ავტომობილი;
MITSUBISHI – 53 430 ავტომობილი.
რაც შეეხება ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების TOP 5 მოდელს, ის შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველ პოზიციაზეა FORD TRANSIT-ი, შემდეგ მოდის TOYOTA PRIUS-ი, OPEL ASTRA, VAZ 21063-ი და HONDA FIT-ი.
საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ ტრანსპორტის საერთო რაოდენობიდან, უმეტესობა, 1 375 980 ავტომობილი 10 წელზე მეტი ასაკისაა. მას მოსდევს 5-დან 10 წლამდე ასაკის ავტომობილები, რომლების ჯამური რაოდენობაც 193 717-ია, შემდეგ არის 2-დან 5 წლამდე ასაკის ავტომობილები (42 226) და 2 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილები (28 435). აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული 7 271 ავტომობილის ასაკი დაუდგენელია.