ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს დღეს გამოაქვეყნებს
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება და დღეს გაირკვევა მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
ანგარიშში ევროკომისია შეაფასებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულებასაც, რომლის საფუძველზე ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად სწორედ 12 პრიორიტეტი განუსაზღვრა.