ყვარელში წარმატებულ მოსწავლეებს ლეპტოპები გადაეცათ
ყვარლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არსებული საჯარო სკოლების, 2022-2023 წლის წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპები გადაეცათ, აგრეთვე 27 ოქტომბრის მასწავლებელთა ეროვნულ დღედ დასახელების საპატივსაცემოდ, ოცდაერთი საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგი გამოვლინდა.
ქალაქ ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის დარბაზში დაჯილდოვების ცერემონიალს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ქეთევან ჭიპაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო და წარჩინებულ მოსწავლეებს კუთვნილი კომპიუტერები პირადად გადასცა.
პროგრამა სახელწოდებით – „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ხორციელდება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, რომლის ერთ-ერთი ქვეპროგრამაა საქართველოს საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული წარჩინებული მოსწავლეების პორტაბელური კომპიუტერებით უზრუნველყოფა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კომპიუტერით 38 წარჩინებული მოსწავლე დასაჩუქრდა.