ახალი ამბებითვითმმართველობასტატიები

თელავში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის განხორციელება დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის „დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ განხორციელება დაიწყო. პროექტი საპილოტეა, რომელსაც თელავი წელს შეუერთდა. თელავში ცხოვრებ მოქალაქეს შეეძლო წარედგინა საპროექტი იდეა, რომლის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება ასი ათას ლარს.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში იგეგმება ორი ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელება, რომლებიც მოსახლეობის მიერ კენჭისყრის შედეგად შეირჩევა. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროგრამისთვის გათვალისწინებული იქნება 200 ათასი ლარი.
თელავის მუნიციპალიტეტში გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი ნელი აბეჩხრიშვილის თქმით, პროექტის განხორციელება სექტემბერში დაიწყო.
,,პირველი ეტაპი მოიცავდა თვითმმართველობისთვის მოსახლეობის მიერ ინიციატივების წარდგენას, მეორე_ საპროექტო წინადადებების პირველად გადარჩევას, მესამე ეტაპზე მოხდება საპროექტო წინადადებების კენჭისყრა და მეოთხე ეტაპზე უკვე გამოვლინდება გამარჯვებული“.
,,დაგეგმე შენი ბიუჯეტის” ფარგლებში, ჯამში შევიდა 30 განაცხადი როგორც სოფლებიდან, ისე ქალაქიდან. საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევის შედეგად, მესამე ეტაპზე გადასული საპროექტო წინადადებების კენჭისყრის ეტაპზე კი, გადავიდა 12 იდეა.
იდეებისთვის ხმის მიცემა დაიწყო 16 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 10 ნოემბრის ჩათვლით. მსურვლეებს შეიგიძლიათ სასურველ საპროექტო იდეას ელექტრონულად დაუჭიროთ მხარი. ბმულზე:
https://research.csed.ge/research/gtkhovtchamotvlilisaproeqtoideebidanairchiotertiidearomlisdafinansebatsgsurttelavismunitsipalitetisbiujetidan/652a389bf1fc6f581b0896e2?fbclid=IwAR03OfZD84XQY6lJD8XsmFWeUb52X10YMmcB3fG6I9IOBqKnVshKHh7dbxY
,,თელავის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ მოქალაქეებს, შეუძლიათ ხმა მისცენ მათთვის მისაღებ ერთ საპროექტო წინადადებას. მობილურ ტელეფონზე მოგივათ 4 ციფრიანი უნიკალური კოდი, რომლის ვერიფიკაციის შემდეგ გაქვთ შესაძლებლობა ნახოთ 12 საპროექტო იდეა და აირჩიოთ და ხმა მისცეთ მხოლოდ ერთს“.
GIPA-ს ლექტორის, თვითმმართველობის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ლოლაძეს განმარტებით, მონაწილეობითი ბიუჯეტირება იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას, რომ მოქალაქეები თავად არიან ინიციატივების წარმდგენნი, ,და რაც მთავარია, ამ ინიციატივებს თავად უჭერენ მხარს.
,,ბიუჯეტის დაგეგმის პროცესში, მონაწილეობითი ბიუჯეტირება არის ერთ-ერთი ფორმა მოქალაქეების გასააქტიურებლად და ჩართულობის გასაზრდელად. მოქალაქეთა ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი. მონაწილეობითი ბიუჯეტირებით პროცესში შემოგყავს მოქალაქე და შემდეგ უკვე მთელი ბიუჯეტის დაგეგმვაში შეგიძლია, ჩართო. მთავარია, გააჩინო ნდობა. მაგალითად, მუნიციპალიტეტმა შეატყობინოს მოქალაქეს რატომ ვერ გადავიდა მისი იდეა, რომელი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა. მოქალაქე უნდა მიეჩვიოს, რომ რომ გადაწყვეტილება მიიღოს თავად. მონაწილეობის პროცესი საზოგადოებას ავითარებს, ხდის ჩართულს, ორიენტირებულს, რომ არა მხოლოდ უკვეთავს, არამედ პროცესების მონაწილეა. საპროექტო იდეების ხმის მიცემის პროცესში, სოფლები ეჯიბრებიან ერთმანეთს რომელი მოიპოვებს მეტ მხარდაჭერას-. ვის უფრო შეუძლია რომ იდეის გარშემო მეტი მხარდამჭერი მოიპოვოს“.