ახალი ამბები

ბიომეტრიული პასპორტის დიზაინი იცვლება

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის დიზაინი იცვლება. შესაბამის ბრძანებას 3 აპრილს ხელი იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა მოაწერა, რომელიც სუს-ის უფროსად ინიშნება.

ცვლილება არამხოლოდ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, არამედ ბიომეტრიული დიპლომატიურ პასპორტსა და ბიომეტრიულ სამსახურებრივ პასპორტს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიულ სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტსაც ეხება. იცვლება მათი ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები.

ახალი დიზაინის პასპორტების გაცემა 2025 წლის 4 ივნისიდან დაიწყება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დრომდე გაცემული პასპორტები არ იქნება ვალიდური. ვადის გასვლამდე ძველი დიზაინის პასპორტები ძალაში რჩება.

ცნობისთვის, მთავრობა პირადობის მოწმობის დიზაინსაც ცვლის. ახალ პირადობის მოწმობაზე QR კოდს დაიტანენ.