სოფელ კალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ისტორიული ძეგლია.
ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ არქიტექტურული ძეგლი განეკუთვნება VI-VII საუკუნეებს, ხოლო კედლის მხატვრობა მე- XVI საუკუნეს. ეკლესია მდებარეობს სოფლიდან 1 კმ-ზე, სასაფლაოს ტერიტორიაზე.მისი თქმით, ძეგლამდე მიდის სამანქანო გზა.