ახალი ამბები

ყვარლის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში მკვლელობა მოხდა.

ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილმა პოლიციელმა 47 წლის თანასოფლელი მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქეიფობდნენ, სადაც სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდათ. რა დროსაც მამაკაცმა თანასოფლელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. ექიმების განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.