ადგილობრივები- სიღნაღში, მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ტრანსპორტის გადაადგილების რეგულირება უნდა მოხდეს
ქალაქ სიღნაღში მცხოვრებლები, მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ტრანსპორტის გადაადგილების რეგულირების აუცილებლობაზე საუბრობენ.
მათი თქმით, გზებზე გადაადგილდება დიდი ავტობუსები და მაღალი გამავლობის მანქანები, რის გამოც მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ზიანდება სახლები. ადგილობრივი ლალი ხანდოლიშვილი აცხადებს, რომ დიდი მანქანები ხშირად ისტორიულ აივნებს ეჯახებიან და აზიანებენ. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ შენობის აივნები, ასევე იქ მცხოვრებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაც არ არის დაცული.
,,ადრე დააზიანეს ჩემი აივანი, წინა კვირას კიდევ მეზობლის აივანი. პრობლემაა ის, რომ ვიწროა ქუჩა და მანქანები კი დიდია და ვერ ეტევიან. აკრძალეს ამ ქუჩებზე მანქანების გაჩერება და ეგ მეორე საკითხია, მე როგორც მოქალაქეს რომ მეზღუდება მანქანის სახლის წინ გაჩერება. ზოგადად პრობლემაა ის, რომ ეს სახლები დგას თაღოვან პადვლებზე, სარდაფებზე, ეს არის ამ ძველი სახლების საძირკველი. სწორედ ამ გადაადგილების გამო, ჩემი და ჩემი მეზობლის სახლებს აქვს ბზარები იმიტომ, რომ ძალიან დიდი ნაკადი შემოდის უზარმაზარი ავტობუსების და მანქანების. ეს შენობები ამას ვეღარ უძლებს. ავტობუსი ან დიდი მანქანა რომ გაივლის სახლები ზანზარებს. ალბათ უნდათ რომ დაინგრას ეს კულტურული მემკვიდრეობა თორემ ამ საკითხს მოაგვარებდნენ”,- განუცხადა knews.ge-ს ლალი ხანდოლიშვილმა.