ახალი ამბები

საქართველოში „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამის EG.5-ის 5 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსის ვარიანტის „ომიკრონის“ ქვეშტამის EG.5-ის 5 შემთხვევაა დადასტურებული.

სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში კორონავირუსის 10 062 დადასტურებული შემთხვევა იყო. დღიურად ყველაზე მეტი, 727 შემთხვევა 29 აგვისტოს დადასტურდა.

აგვისტოში კორონავირუსით ინფიცირებული 502 ადამიანი იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში.

როგორც „კომერსანტს“ NCDC-იდან აცნობეს, საქართველოში ამ დროისათვის ცირკულირებს SARS-COV-2 ვირუსის „ომიკრონის“ სხვადასხვა ქვევარიანტები როგორიცაა: XBB.1.5; XBB.1.5.37; XBB.1.9.1; XBB.1.9.2; EG.5.1.3; EG.5.1.6; XBB.1.16; XBB.1.16.2; XBB.1.16.15; XBB.2.3.11.