ახალი ამბები

ყვარელში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ყვარელში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.

ადგილობრივების თქმით,სწრაფად მოძრავი „ტოიოტა პრიუსის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შედეგად, ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა ქალი და კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.