სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ პრეტენზიების რაოდენობა გაიზარდა
სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ პრეტენზიების რაოდნეობა გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლების მხრიდან, 2023 წლის აგვისტოში ჯამში, 161 საჩივარი დაფიქსირდა, ივლისში კი – 145.
ამასთან, 2023 წლის აგვისტოში შესული 161 საჩივრიდან 148 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, 8 – სალომბარდე სესხებს, ხოლო თითო საჩივარი ავტოსესხსა და საკრედიტო ბარათს.
რაც შეეხება პრეტენზიებს ხასიათის მიხედვით, აღნიშნული საჩივრებიდან 144 ადმინისტრაციულ მომსახურებაზე მოდის, 3 – ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე, 5 – სხვა გადასახდელებზე, 1 კი თანამშრომლის მიერ მიწოდებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებულ საჩივარზე.
ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშული პრეტენზიებიდან 155-ის განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით უკვე დასრულდა და მომხმარებლის საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 6-ს შემთხვევაში კი
მიჩნეულია საფუძვლიანად და გადაწყვეტილია მომხმარებლის სასარგებლოდ.