7 ოქტომბერს თელავში ღვინის დღეები გაიმართება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 7 ოქტომბერს თელავში ღვინის დღეები გაიმართება.
ღონისზიებები 14:00 საათიდან, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართება.
ღონისძიების პროგრამა:
14:00–18:30 მეღვინეების კუთხე, ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
15:00–17:00 „ქართული ღვინის ისტორია და მნიშვნელობა“ – საუბრები ღვინოზე ქართველ მეღვინეებთან და ნიკა წულუკიძესთან ერთად.
14:00–18:30 კვების სივრცე: მწვადი, ყველი, თაფლი, ჩურჩხელა, ადგილობრივი მზარეულების ტრადიციული კერძები.
14:00-18:00 პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, თათარას მომზადება.
14:30-18:00 საბავშვო გასართობი სივრცეები და სახალისო გაკვეთილები: ღვინისთვის განკუთვნილი თიხის ჭურჭლის მოხატვა.
14:00-18:30 საგამოფენო სივრცე – “ყურძნის ჯიშები საქართველოში”.
15:00-16:00 “თეატრალური კვარტეტი“.
16:15-17:15 მუსიკალური გაფორმება: მომღერალი ანა უზნაძე.
18:30-20:00 გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: „ბასიანი“, „შვიდკაცა“, მიშო ჯავახიშვილი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, „სუხიშვილები“, ნუკრი კაპანაძე, დათო შანიძე, კოტიკო ყიფიანი, „თეატრალურის კვარტეტი“, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი.