გურჯაანში, მერის რიგგარეშე არჩევნებში ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა 17 430 ხმა მიიღო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გურჯაანში, მერის რიგგარეშე არჩევნებში ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა 17 430 ხმა მიიღო.
გიორგი მაჭავარიანი მერობის ერთადერთი კანდიდატი იყო. აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მე-12 ოლქში არჩევნები ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა. 36 საარჩევნო უბნიდან, 28-ში ელექტრონული წესით გაიმართა არჩევნები, 8 საარჩევნო უბანზე კი ძველი წესით.
როგორც საოლქო-საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, არჩევნების დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. დღის განმავლობაში უბნებზე დაფიქსირდა ტექნიკური ხასიათის დარღვევები, რომელიც მალევე აღმოიფხვრა.
უბანზე მისული ამომრჩევლების უმეტესობას კი ახალი ტექნოლოგიით ხმის მიცემა გაუჭირდათ, რაშიც კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე უწევდნენ დახმარებას. დღის განმავლობაში უბნებზე საჩივარი და შენიშვნა არ დაწერილა.