გურჯაანში, საარჩევნო უბნებზე ტექნიკური ხასიათის, მცირე დარღვევები დაფიქსირდა
გურჯაანის საარჩევნო ოლქში, მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება.
ცესკოს ინფორმაციით,არჩევნები და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საპილოტე პროექტის ფარგლებში, უბნების უმეტესობაში არჩევნები ახალი ტექნოლოგიების დახმარებით იმართება.
როგორც knews.ge- ს საარჩევნო უბნებზე მყოფმა დამკვირვებლებმა განუცხადეს, ადგილი ჰქონდა ტექნიკური ხასიათის დარღვევებს, რომელიც მალევე აღმოიფხვრა და მას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე ზეგავლენა არ მოუხდენია.
აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებს ხმის მიცემა მხოლოდ ერთი კანდიდატისთვის უწევთ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან გიორგი მაჭავარიანია.