გურჯაანის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.
ამომრჩევლებს ხმის მიცემა მხოლოდ ერთი კანდიდატისთვის უწევთ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან გიორგი მაჭავარიანია.
გურჯაანის მე-12 საარჩევნო ოლქში 36 საარჩევნო უბანია, საიდანაც 28- ში ხმის მიცემია პროცესი ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების დახმარებით, საპილოტე პროექტის ფარგლებში ხდება, 8 საარჩევნო უბანზე კი ამომრჩევლები ხმას ძველი წესით აძლევენ.
გიორგი მაჭავარიანი დაიბადა ქალაქ გურჯაანში. 1996 წელს მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ის 6 წლის მანძილზე, ის იკავებდა სააქციო საზოგადოება გურჯაანგაზის დირექტორის თანამდებობას, 2011 წლიდან კი იყო შპს სოკარ ჯორჯია გაზის გურჯაანის სერვისცენტრის ხელმძღვანელი.