საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ყურძნით სავსე ავტომანქანა ამობრუნდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ყურძნით სავსე ავტომანქანა ამობრუნდა.
შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, სოფელ მზისგულთან მოხდა. ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ამობრუნდა.
ავტომანქანის მძღოლმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა ყურძენი, რომელიც სატვირთოს ძრავზე იყო მოთავსებული, მთლიანად გაფუჭდა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.