თელავში ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო – „ქართული მოტივები“
28 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცე მასპინძლობს ახალგაზრდა ხელოვანთა გილდიის ჯგუფურ გამოფენას სახელწოდებით – “ქართული მოტივები”.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 16 მხატვრის მიერ შექმნილი სხვადასხვა ჟანრის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.