გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები საქართველოს პოლიტიკურ ძალებს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ
საფრანგეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩები, შერაზ გასრი და პეტერ ფიშერი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებენ, ევროკავშირის წვერობის მიზნის გარშემო გაერთიანდნენ და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად.
როგორც ელჩების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მიესალმებიან საქართველოდან ახლახან შემდგარ და მომავალ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროსტრუქტურებში.
„2023 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ექნებათ: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს იქნებოდა შემდეგი ეტაპი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობასა და მეგობრობაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა.
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გაერთიანდნენ ამ მიზნის გარშემო და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად.
ამ თვალსაზრისით, მივესალმებით საქართველოდან ახლახან შემდგარ და მომავალ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროსტრუქტურებში, ბრიუსელში, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების, მთავრობის სხვადასხვა წევრების შეხვედრებით, ისევე როგორც ფართო წარმომადგენლობებს შორის პარლამენტებიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.