პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ალავერდის მონასტერში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ალავერდობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდის მონასტერში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა აღდგენილი მონასტერი და მიმდებარე ტერიტორია, ასევე უძველესი მარანი და მარანში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი ექსპონატები.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – ლერი ბარნაბიშვილი; აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.