მედიაწიგნიერება და სოციალური აქტივიზმი- შეხვედრა პანკისში მცხოვრებ ახალგაზრდებთან
პანკისის ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს მედიაწიგნიერებასა და სოციალურ აქტივიზმზე ინფორმაცია მიეწოდათ.
პროექტი ,,მედიაწიგნიერება და სოციალური აქტივიზმი” განკუთვნილია 14-დან 17 წლამდე პანკისში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების, სამოქალაქო აქტივიზმის და ჩართულობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ხვდებიან და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
ვრცლად ნახეთ მომზადებულ ვიდეოში: