ახალი ამბები

27- 30 სექტემბერს თელავი, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

27-დან 30 სექტემბრის ჩათვლით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თელავი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს მტევანი“ უმასპინძლებს.

გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის არის, მასში მონაწილეობის მისაღებად 121 ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი ფილმი იქნა წარმოდგენილი. ფესტივალის ფარგლებში, 50-ზე მეტი საკონკურსო ფილმი იქნება ნაჩვენები.

მერიის ინფორმაციით, ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და მასში მონაწილეობენ როგორც მხატვრული, ასევე დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ავტორები.

,,ფესტივალის გამარჯვებულს სამ კატეგორიაში გამოავლენს საერთაშორისო და ქართველი კინოხელოვანებისგან შემდგარი ჟიური. საკონკურსო პროგრამაში ცალკე კატეგორიადაა წარმოდგენილი ქართული სტუდენტური ფილმები. ასევე, წელს ფესტივალს დაემატა ვორკშოპები და მასტერკლასები, რომელსაც დარგის უცხოელი სპეციალისტები გაუძღვებიან. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს კინოხელოვნების განვითარებას და პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ”,-აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.