სოფელ კონდოლში მცხოვრებ ოთო ჩიდრაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრებ ოთო ჩიდრაშვილს, მოსახლეობის დახმარება ესაჭიროება.
ახალგაზრდას ონკოლოგიური პრობლემები აქვს და მკურნალობისთვის თანხა სჭირდება. მისი მეგობრების თქმით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ჩაუტარდა ორი ოპერაცია ძვლის მეორე და მესამე მალაზე სიმსივნის მოსაკვეთად, თუმცა მიუხედავად ორი ოპერაციის იგი კვლავ განაგრძობს ზრდას.
,,მოკვეთილი ქსოვილები გადაიგზავნა რამოდენიმე ქვეყნის ლაბორატორიებში, საიდანაც მოვიდა დასკვნა რომ, მას აქვს ზრდადი ავთვისებიანი სიმსივნის მეორე სტადია. ექიმების თქმით მესამედ ოპერაცია მას პრობლემას შეუქმნის თავისუფლად გადაადგილებასა და მისი ცხოვრების ჩვეულ რითმში დაბრუნებაში, რის გამოც ოთოს დაენიშნა ონკოლოგიური მკურნალობა და სხივური თერაპიები, რომლის შემდეგაც საჭიროებს ძვლის პლასტიკას და შესაბამისი მკურნალობის გაგრძელებას.
ამ ეტაპზე მან ყველა შესაძლო ფინანსური ლიმიტი ამოწურა და საჭიროებს თანხების მობილიზებას, რომ მკურნალობა გააგრძელოს”,- აცხადებენ ოთოს მეგობრები.
მიმღების ანგარიშის ნომერი:
GE09TB7447236010300040
GE75BG0000000545858521
მიმღები: გურამი ჩიდრაშვილი