კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურთან მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ლაგოდეხი- თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსი და მერსედესის მარკის ავტომანქანა შეეჯახა.
დაშავებულები საგარეჯოს საავადმყოფოში სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს. მათ გამოკვლევები უტარდებათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავარიის გამომწვევ ერთ- ერთ სავარაუდო მიზეზად, უამინდობის გამო გაძნელებული ხილვადობა სახელდება.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.