კომპანია ,,სელფი”- ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთზე მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა კაბელები
სატელეკომუნიკაციო კომპანია ,,სელფი” განცხადებას ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთზე მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა კაბელები, რამაც კახეთის რეგიონში კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები შექმნა.
,,გაცნობებთ, რომ ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთზე მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა კაბელები, რის გამოც ამჟამად კახეთში აბონენტებს არ აქვს წვდომა ინტერნეტზე და შეფერხებით მუშაობს ზარები. უამინდობის გამო სამუშაოების დაწყება გართულებულია. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ კავშირი რაც შეიძლება მალე აღდგეს. განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით”,-წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.