სოფო და გიორგი ყარალაშვილები-შოვის ტრაგედიის მსხვერპლები
სოფო ყარალაშვილის ცხედარი იდენტიფიცირებულია.
ამის შესახებ გოგონას მამიდა აცხადებს.
“აღარც სასწაულია და არც არაფერი. დღეს ორივე მიგვყავს თავის სახლში, სოფოც აღარ გვყავს“.
და-ძმა სოფო და გიორგი ყარალაშვილები, 3 აგვისტოს შოვის სტიქიას ემსხვერპლნენ.
სოფო ყარალაშვილი, წარჩინებული მოსწავლე იყო. მან 2018 წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100 %-იანი საგრანტო დაფინანსება მოიპოვა.
მოგვიანებით, მან ასევე წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სწავლის გაგრძელებას ამერიკის შეერთებულ შტატებში წელს გეგმავდა.
არსებული ინფორმაციით, და-ძმას მშობლიურ წნორში დაკრძალავენ.
ახალგაზრდები წარმატებული მოსწავლეები იყვნენ. Knews.ge უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახებსა და მეგობრებს.
გზა საქობოს სკოლიდან სორბონის უნივერსიტეტამდე- გაიცანით გიორგი ყარალაშვილი სიღნაღიდან
შოვში დაღუპულთა შორის ერთ-ერთი სიღნაღელი გიორგი ყარალაშვილია

