შოვში დაღუპულთა შორის ერთ-ერთი სიღნაღელი გიორგი ყარალაშვილია
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი გიორგი ყარალაშვილია. ინფორმაციას ოჯახი და მეგობრები ადასტურებენ.
მათი ცნობით, ამ დრომდე კვლავ ეძებენ გიორგის დას, სოფი ყარალაშვილს. სტიქიას ემსხვერპლა გიორგის მეგობარუ, სიღნაღელი დავით ბერიაშვილი.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი.
ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან.