ახალი ამბები

რას აკეთებს ევროკავშირი კახეთში- ვიზუალიზაცია

ევროკავშირის და საქართველოს მეგობრობა ბევრ წლებს ითვლის. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, ყოველწლიურად საქართველოში სხვადასხვა დარგების განვითარებისთვის, როგორც ეკონომიკური, ისე ტურისტული და სოფლის მეურნეობის კუთხით, ბევრ მნიშვნელოვან პროექტებს აფინანსებენ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ფულადი დახმარება ძირითადად ხმარდება ეკონომიკის განვითარებას, განათლებას, მმართველობას, ადამიანის უფლებების დაცვას, ეკოლოგიას და ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებას.

ევროკავშირი საქართველოში 160-ზე მეტ მსხვილ პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 მილიონ ევროს შეადგენს. აღნიშნული პროექტები ხორციელდება სხვადასხვა პარტნიორების მიერ, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები, საქართველოს მთავრობა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები.

„მასალა მომზადებულია პროექტის „საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ფარგლებში. რომელსაც ახორციელებს „მედია ცენტრი კახეთი“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამით TRANSITION დაფინანსებული ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის NESEHNUTÍ მხარდაჭერით. “პუბლიკაციის შინაარსი არ წარმოადგენს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და დამოუკიდებელი სოციალური ეკოლოგიური მოძრაობის – NESEHNUTI-ს ოფიციალურ შეხედულებებს.”

ვრცლად მასალა:

რას აკეთებს ევროკავშირი კახეთში