რუსეთის მოქალაქეების 26.8% უკვე საქართველოს რეზიდენტებად ითვლებიან
2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 26.8 % შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას. შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის თანახმად, ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალის შესახებ, გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.