ფოტომახემ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბატკანძერი გადაიღო
ფოტომახემ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბატკანძერი (Gypaetus barbatus) გადაიღო.
ლეშიჭამია, რომელიც დაღუპული ცხოველების ძვლით იკვებება. აიღებს მოზრდილ ძვალს, აიტაცებს მაღლა და მის საყვარელ ქვიან ადგილას დაანარცხებს, შემდეგ კი დანაწევრებულს მიირთმევს.
ლეშიჭამია ფრინველები ველურ ბუნებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ და მუდამ ეკოსისტემების სიჯანსაღის სადარაჯოზე დგანან.
დატკბით და გააზიარეთ ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე.