ფერმერი ნოდარ ლატიბაშვილი საგარეჯოში ნამჯის სახლსა და მეურნეობას ყიდის
ფერმერი ნოდარ ლატიბაშვილი საგარეჯოს რაიონში „ნამჯის სახლსა“ და მეურნეობას ყიდის.
ამის შესახებ პოსტი მეურნეობის მფლობელმა Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
ფერმერი პოსტში 8 ჰა-ზე გაშენებულ კულტურებსა და სრულად მეურნეობას აღწერს:
„მეგობრებო, გადავწყვიტე გავყიდო ჩემი მეურნეობა, რომელიც მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ში, გარეჯის გზაზე, მდინარე იორთან, 7 კილომეტრში ავტობანი გამოდის. მიწა ჯამში 8 ჰექტრამდეა. აქედან 1 ჰექტარი ვენახია იშვიათი ჯიშებით: შავი რქაწითელი, სიმონასეული, ხიხვი, კახური მწვანე. დანარჩენზე ითესებოდა ხორბალი, ასევე 1100 კვ.მ. არასასოფლოა სადაც დგას ნამჯის სახლი, მარანი (20 ტონის ქვევრებით) შეყვანილია დენი, არის საკუთარი ჭაბურღილი (90მ) 20 ძირი ბალი, ალუჩა, გარგარი, 44 ძირი ქართული ჯიშის ვაშლი (22 ჯიშია) მიყვანილია მოხრეშილი გზა და შუაში ჩამოუდის ბეტონის ახალი სარწყავი არხი. 300-მეტრიანი სამზოლიანი ქარსაცავი ზოლით. დეტალებზე დამიკავშირდით 591 99 99 98“.
იგი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე წინაპირობა არ ჰქონია, უბრალოდ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე მეურნეობა, რომელსაც 8 წლის განმავლობაში აშენებდა, გაეყიდა. მისივე ინფორმაციით, დღემდე ნამჯის სახლისა და მეურნეობის მოსაწყობად ჯამში დაახლოებით 150 000 დოლარის ინვესტიცია აქვს ჩადებული. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ფერმერი ამბობს, რომ დაინტერესებულ პირებთან გარიგების პირობებს ინდივიდუალურად განიხილავენ. მისივე თქმით, მეურნეობაში ამ წლების განმავლობაში ღვინოს, არაყს და ხორბალს აწარმოებდა.