ახალი ამბები

თელავში მუსიკალური საღამო და მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაიმართება

5 აგვისტო, თელავში მუსიკალური საღამო და მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაიმართება.

ღონისძიება ბატონის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 19:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიების პროგრამა:
19:00 –22:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
19:00-21:00 -საბავშვო სივრცე: ზღაპრის გმირები, სახეზე მოხატვა, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, ხატვის გაკვეთილები, ყვავილების გვირგვინების დამზადება.
19:00 – 20:30-კვების სივრცე
19:40 – 22:00 – კონცერტი: აჩიკო ნიჟარაძე, ნეკა სებისკვერაძე, თეატრალური კვარტეტი, Killages